ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ფოლკსვაგენისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....