ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ანაკლიის პორტის პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა” – ხაზარაძე

სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე – ამის შესახებ “თიბისი” ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ტოვებენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებს. „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს

იტვირთბა....