ნიონში წილისყრა გაიმართა, სადაც თბილისის “დინამოსა” და თბილისის “საბურთალოს” მომავალი, სავარაუდო მეტოქეების წყვილი გაირკვა. თბილისის “დინამოს” სავარაუდო მეტოქე. თუკი მან როტერდამის”ფეინოორდის” დამარცხება 2 მატჩის ჯამში შეძლო, პლეი ოფში მისი მეტოქე შვედეთის „ნორჩოპინგსა“ და ისრაელის „ჰაპოელს“ (ბეერ-შევა) შორს გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება “საბურთალოს”, მან თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნის გუნდი “არარატი” გაიარა, მისი მეტოქე ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „ნომე კალიუს“ შორის მოგებული იქნება.