მთავარი ციტატა

“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია”

“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა, ბიზნესის მიმართ ზეწოლაში. საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდა განაპირობა. 2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22 პროცენტით ანტიბიოტიკები, 6.29 პროცენტით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64 პროცენტით ვიტამინები, 4.87 პროცენტით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1 პროცენტით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას. გაზისა და დენის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციების და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”.

იტვირთბა....