“მიკვირს, რატომ ეპოტინება ოპოზიცია ერთიანობას და ამ ნაწილში აკრიტიკებს შემოთავაზებულ კანონპროექტს. სინამდვილეში, ფრონტის მაქსიმალურად გაშლა ხელისუფლებას აზიანებს. ე.წ. “შუას გაკრეფაა” სწორად ქო-ს ერთადერთი შანსი მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი შიგნითაც ძალიან დაქსაქსულია. შესაბამისად, პარტიების ერთობლივი ჯამური ელექტორალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია, მათ ცალ-ცალკე შედეგების ჯამზე. ასეთი დაქსაქსვა ხელისუფლებას უჭრის გზას “სამობილიზაციო” ელექტორატის მოსაზიდად.
თუ უნდათ თანამშრომლობა, ამის გაკეთება სხვა გზებით შეიძლება, კარგი კოორდინაციით და პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის წინასწარი მემორანდუმით”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
მიკვირს, რატომ ეპოტინება ოპოზიცია ერთიანობას და ამ ნაწილში აკრიტიკებს შემოთავაზებულ კანონპროექტს. სინამდვილეში, ფრონტის…
Gepostet von Gia Khukhashvili am Montag, 5. August 2019