ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში, ძაღლის ჩამოხრჩობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში, მდ. რიონის პირას, რესტორან “თეთრი ქვების” მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლის ჩამოხრჩობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რომელიც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით, ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

kutaisipost-ის ინფორმაცით, ხეზე ჩამოკიდებული ძაღლი, ქუთაისში მცხოვრებმა გუგა ხმელიძემ შემთხვევით იპოვა.

“გუშინ ოთხი საათი იყო რომ ვნახე. დიდი ხნის მკვდარი იყო. შემდეგ ჩემს ფეისბუქის გვერდზე ავტვირთე ვიდეო და მალევე მოვიდა პოლიცია”, – ამბობს გუგა ხმელიძემ.

ცხოველთა დაცვის ფედერაციაში განმარტავენ, რომ ცხოველთა მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში ისევ ხშირია. ფედერაციის ხელმძღვანელის, თემურ ლაჭყებიანის თქმით საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდაა, რადგან მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დგება.

“დღემდე მხოლოდ ჯარიმისა და საზოგადოებრივი შრომის შეფარდება მომხდარა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით არ ყოფილა. უნდა დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი და დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – ამბობს თემურ ლაჭყებიანი.

 

იტვირთბა....