საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, პროკურატურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის მიმართ გამოძიების განახლებას ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ პასუხი უნდა გასცეს.
“დამატებით ინფორმაციას სამართალქცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგხასენებთ, რომ პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.