აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, იაპონიის პრეფექტურა ფუკუსიმას შორიახლოს 6,3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:23 საათზე დაიწყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი კი 38,6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
დაშავებულების, დაღუპულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. აგრეთვე, არ გამოცხადებულა ცუნამის საშიშროება.