პროკურატურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის მიმართ გამოძიების განახლებას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ისინი მთავრობაში იყვნენ.
„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მისი რამდენიმე ყაჩაღი უბრალოდ ჩაანაცვლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებზე უფრო მალე უნდა დაწყებულიყო, მთავრობაში რომ იყვნენ მაშინ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს ამ ადამიანების, ნაძარცვი დააბრუნონ,“ – აცხადებს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციას არ ებრძვის და პირიქით, ამაში ხელს უწყობს კიდეც.
„ასევე, საკითხი როცა დგას ებრძვის თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება კორუფციას, უკაცრავად, მაგრამ ივანიშვილი რომ ებრძოდეს კორუფციას ან ქართული ოცნება, პირველ რიგში თუ ვინმე დასაჭერია, მთავარი ყაჩაღი ივანიშვილია, შემდეგ მამაცაშვილი. ფარცხალაძე და გუშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კონკრეტული კორუფციული სქემა, საიდანაც ჩვენ მოქალაქეებს ასობით მილიონ ლარს პარავენ. შესაბამისად, ახლა ამ ადამიანებზე, ვგულისხმობ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს, ალავიძეს, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. სანამ კარგად უყოფდნენ ნაძარცვს, მანამდე პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი ვერ გაიყვეს ხალხის თანხა, ამის შემდეგ უკვე დადგა ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგხასენებთ, რომ პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.