ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქუმსიშვილს დააკავებენ თუ არა, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად” – თარხნიშვილი

ლევან თარხნიშვილი პროკურატურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის მიმართ გამოძიების განახლებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, დააკავებენ ამ მაღალჩინოსნებს თუ არ დააკავებენ, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად

როგორც თარხნიშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია ყოველთვის იყო. მისი თქმით, მმართველი გუნდის პირობებში, კორუფციას მხოლოდ მაშინ ექცევა ყურადღება, თუკი ხდება პოლიტიკური ან რაიმე ნიშნით შეუთავსებლობა ამა თუ იმ პიროვნებასთან.

„კორუფცია ახლაც არის, იყო და ზოგადად ქართული ოცნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, უნიათობასთან და არაკომპეტენტურობასთან ერთად. მაგრამ, კორუფციას ექცევა ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხდება ან პოლიტიკური ან სხვა ნიშნით შეუთავსებლობა. გავიხსენოთ ღარიბაშვილის ამბავი, როდესაც კახური კლანის კორუმპირებულობა გაახსენდათ, როდესაც იყო დაპირისპირება ღარიბაშვილთან. შემდეგ ღარიბაშვილი შემოირიგეს და ეს ქეისი ყველას დაავიწყდა. სისტემაში, სადაც ყველაფერი დაკიდებულია ნაძვის ხესავით ერთ ადამიანზე და ერთ პიროვნებაზე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა. მაგრამ, ყველა ვარიანტში, დააკავებენ ამ მაღალჩინოსნებს თუ არ დააკავებენ, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად, იმიტომ რომ ეს ჩინოსნები გამოყოფილი არიან პოლიტიკური ნიშნით“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგხასენებთ, რომ პროკურატურამ  საგამოძიებო მოქმედებები განაახლა ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

იტვირთბა....