ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ ვროპული ინსტიტუტები არის მოსყიდული, ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად” – ბახტაძე გვარამიას

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც, მათ შორის, თავისი განცხადებებით ამყარებს, რომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამია ერთ-ერთი აქციონერი ედავება ფინანსურ საკითხებს და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„რაც შეეხება ნიკა გვარამიას პროდასავლურ კურსს, როგორც მოქალაქე ამაზე გიპასუხებთ, ჩემთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში ჩართული და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მათ შორის, თავისი განცხადებებით ამყარებს, რომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ასეთი ადამიანის მსგავსი სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად. ვისაც აქვს გულწრფელი დამოკიდებულება ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის მიმართ, მსგავსი განცხადებები არათუ უპასუხისმგებლობაა, არამედ უდიდესი მავნებლობაა. ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის უმაღლესი“ – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება კითხვას თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს მედიაპლურალიზმს.

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ“-, აღნიშნა ბახტაძემ.

იტვირთბა....