ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 აგვისტოს გამოიკითხება

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხვალ, 2 აგვისტოს, 11:00 საათზე მოწმის სახით გამოიკითხება, – ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ სოციალურ გვერდზე გაავრცელა.

ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

გამოკითხვის შესახებ უწყება ნიკა გვარამიას უკვე გადაეცა.

იტვირთბა....