ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქუთაისის მერო, ხანდახან სახლშიც ჭამე საჭმელი” – წულაია

გოგი წულაია ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნო მომსახურებაში გახარჯულ თანხას აპროტესტებს. მისი თქმით, ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის ექვს თვეში სარესტორნო მომსახურებაში 87 112 ლარი დახარჯა.

როგორც წულაიამ განაცხადა, თვითმმართველობების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას იწვევს.

„ქუთაისის მერია საქმის ნაცვლად ჭამა-ყლაპვაზეა გადასული. 87 000 ლარზე მეტი რესტორნებში გახარჯეს. ქუთაისის მერო, ხანდახან სახლშიც ჭამე საჭმელი, ყოველთვის ბიუჯეტის ფულებით რომ ჭამ. მოვუწოდებ ქუთაისის მერს, შემოიჭირეთ ქამრები, თორემ ქალაქი თავზე დაგვემხობა. ჭიღვარიას თურმე ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, „პალატში“ უყვარს სიარული, 2-ლიტრიანი ქილით კომპოტს და 8-ნაჭრიან ხაჭაპურს გადაილეწავს და ამით ბედნიერია“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

როგორც გოგი წულაია აცხადებს  ქუთაისის მერიაში მას არ პასუხობენ.

იტვირთბა....