ეკონომიკის განვითარების კუთხით ფუნდამენტურად რაც შეიძლებოდა ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკმარისი არ არის – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, ისაუბრა.
მისი განცხადებით, ყველამ დაიჯერა, რომ სანქციებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების გამო შესაძლებელია, რომ სერიოზული დარტყმა მიადგება ეკონომიკას.
„უარყოფითი მოლოდინების გადაცემა პირდაპირ ლარის კურსზე მოხდა. ყველამ დაიჯერა, რომ სანქციებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების გამო შესაძლებელია, რომ სერიოზული დარტყმა მიადგება ეკონომიკას. ეკონომიკას დარტყმა ისედაც მიადგება, მაგრამ საზოგადოებასა და ინვესტორებში გაცილებით უფრო მაღალი ნეგატიური ეფექტის მოლოდინია, ვიდრე შესაძლებელია, ეს ეფექტი იყოს. არავინ იცის, მოვლენები, როგორ განვითარდება. ეკონომიკის განვითარების კუთხით ფუნდამენტურად რაც შეიძლებოდა ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკმარისი არ არის. ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდაც კი არ არის საკმარისი“, – დასძინა ზოიძემ.