Sport ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქართველოს “საბურთალომ” სომხეთის “არარატ-არმენიას” ფილმი “მიმინო” შეახსენა

მართალია “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა, თუმცა ევროსეზონს აგრძელებს და ამჟამად ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

„საბურთალოს“ მეტოქე მესამე წრეში სომხეთის ჩემპიონი, ერევნის „არარატ-არმენია“ იქნება.

ამ დაპირისპირებას ხომხური კლუბის ოფიციალური გვერდი სახალისო პოსტერით გამოეხმაურა, სადაც გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის, „მიმინოს“ გმირები, ვალიკო მიზანდარი (ვახტანგ კიკაბიძე) და რუბიკ ხაჩიკიანი (ფრუნზიკ მკრტიჩიანი) არიან გამოსახულები.

ცნობისათვის, „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს შედგება, ხოლო განმეორებით მატჩს თბილისი 15 აგვისტოს უმასპინძლებს.

იტვირთბა....