ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 პროცენტი გამოეთიშა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა.

გორგოძის თქმით, მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება.

„დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ და დასძინა, რომ საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 პროცენტი გამოეთიშა.

იტვირთბა....