“მიუნხენში მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის საფუძველზე საქართველო, სხვა ევროპული ქვეყნებთან – იტალიასა და ჩეხეთთან ერთად უმასპინძლებს ფიბა-ს რამდენიმე თამაშს. ამით ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი და გამარჯვება მართლაც მოსალოცია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მე ვიყავი მიუნხენში და ძალიან ამაყი ვარ. ეს ქართველი კალათბურთელების, კალათბურთის ფედერაციისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც წლების მანძილზე ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში”.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი