გასული ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში სიცხეს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საავადმყოფოშია გადაყვანილი 5664. პაციენტთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი ამინდის მკვეთრი ცვლილებით არის განპირობებული.
ქვეყანაში ივნისის თვისთვის დაფიქსირებული ჰაერის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა, ივლისში ძლიერმა სიცხემ ჩაანაცვლა.