„არ ვიცი, დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში. ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა. გვრიტიშვილს კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და უნდათ შეაჩერონ დროებით, რათა განეიტრალდეს ემოციები. კანდიდატების უმრავლესობა მოსამართლეა და ხშირ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები რომლებიც უვადოდ არიან უკვე დანიშნული, მათ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი მაინცდამაინც ვერ გაიარეს თავისდროზე და როგორ გახდნენ მოსამართლეები, კიდევ საკითხავია. ის კანდიდატები, რომლებიც დღეს მოდიან, ალბათ უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდებიან. მათ შორის, ალბათ არის წინასწარი შეთანხმება, რომ ისინი ცდილობდნენ გაეჯერებინათ სხვადასხვა მოსამართლეებით ეს სია, რათ შეექმნათ ფორმალური კონკურენცია“
ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი