ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ხანძრის ჩაქრობის მცდელობას აზრი არა აქვს, ხარჯი სარგებელს გადააჭარბებს” – რუსეთის ხელისუფლება

ბოლო დღეების განმავლობაში ციმბირში ცეცხლის კიდევ 300-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით ცეცხლი 2.6 მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, რაც თითქმის ყირიმის ნახევარკუნძულის ტოლი ფართობია.

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცნობით, ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, მეხის დაცემამ გამოიწვია.

მათი განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის მცდელობას აზრი არა აქვს და ხარჯი სარგებელს გადააჭარბებს. ისინი ასევე განმარტავენ იმას, რომ ხანძარის დასახლებულ ტერიტორიებზეგავრცელების საფართხე არ არსებობს. თუმცა, სმოგმა და ჰაერის დაბუნძურებამ დიდ ქალაქებამდეც მიაღწია.

კრასნოიარსკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ზაფხულში ხანძარი და ზამთარში ქარბუქი ერთი და იმავეა და ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა ზოგჯერ საზიანოც კია.

იტვირთბა....