ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დვალი/აქიმიძე/ხალვაშის შეხვედრა უკვე მეორედ, კვლავ გადაიდო

დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ქიბარ ხალვაშის შეხვედრა კვლავ, უკვე მეორედ, გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

როგორც დვალმა განაცხადა, შეხვედრა ხვალ გაიმართება.

გასულ კვირას უკვე შედგა ერთი შეხვედრა დვალი/აქიმიძესა და რ2-ის დირექტორ პაატა სალიას შორის.

“მე მაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ “რსუთავი 2″ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ვხედავ ხიფათებს, თუმცა ქიბარ ხალვაშთან საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება ვთქვა, რა და როგორ არის”, – განაცხადა დვალმა.

ცნობისათვის, 2017 წელს რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, ასევე არხის გენერალურ დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს.

იტვირთბა....