ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა” – ჭყონია

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა.

ჭყონიამ ასევე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებიც გააკრიტიკა.

„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს­, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძ­ლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ – ლარი მართლაც თავი­სუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?“ – აცხადებს თემურ ჭყონია.

თემურ ჭყონიას შეფასებით, შეუძლებელია პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბიზნესმენი იმაზე ფიქრობს, არ გაკოტრდეს და კრიზისული ვითარებიდან გამოძვრეს.

„ძლიერი ბიზნესმენები გვყავს და იმ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ბიზნესის წარმოება გვიწევს, მინდა ყველა ბიზნესმენს ტაში დავუკრა ამისთვის.

როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან. ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იტვირთბა....