ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის „თბილისური ეზო“ გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.
„თბილისური ეზოების სეზონი დამთავრდა ძალიან სასიამოვნო კონცერტით. ჩვენ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისამართიდან მისამართზე დაგვყვებიან ხოლმე და ჩვენთან ერთად ეცნობიან თბილისს, არაჩვეულებრივ ისტორიებს. ეს ეზო იყო განსაკუთრებული. იმის გარდა, რომ ჯანსუღ კახიძის ეზო იყო, აქ, კახიძის 10 ნომერში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც ამ ეზოზე ლექსიც აქვს დაწერილი“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, „თბილისის ცის ქვეშ“ მომავალ წლის მაისის ბოლოდან სხვადასხვა მისამართზე ისევ გაგრძელდება.
მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი – დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ამსამბლი „რუსთავი“ წარსდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს.

იტვირთბა....