ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თავი აქვს გახეთქილი და ბეჭები ჩალურჯებული” – ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ახლობლები

24 ივლისს #8, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ მიცვალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა, “ბეჭები აქვს ჩალურჯებული” და “თავი გადახეთქილი”.

პენიტენციურ სამსახურში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ამჟამად კომენტარს არ აკეთებენ.

“08:25 საათზე ბრალდებულთან საკანში გამოიძახეს მორიგე ექიმი. გ.ჯ. იყო უკონტაქტო, არ აღენიშნებოდა პულსაცია პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. დაუყოვნებლივ დაწყებული იქნა სარეანიმაციო ღონისძიებები, რის პარალელურადაც ბრალდებულთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. გაკეთდა ადრენალინის ინექცია, თუმცა მიუხედავად სარეანიმაციო ღონისძიებებისა, ბრალდებული გარდაიცვალა”, — განუმარტეს პენიტენციური სამსახურიდან ინტერნეტგამოცემა On.ge-ს

იტვირთბა....