21-ტომიანი საქმიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენებია, – ამის შესახებ “TBC ბანკის” საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
კორძაძის თქმით, უსმენდნენ, როგორც ჯაფარიძესა და ხაზარაძეს, ასევე 20-მდე სხვა პირსაც. მათ შორის სამგორი M-სა და სამგორი ტრეიდის მფლობელს, ავთო წერეთლსა და მის შვილს, ვატო წერეთელს, რომელიც TV პირველის დამფუძნებელია.
მან ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო მოსმენებისთვის პროკურატურას სასამართლოსგან შესაბამისი ნებართვა ჰქონდა.