“ერთი პირი მართავს ამ ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინ არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი და უცოდინარი შემსრულებლები. გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვსაუბრობ იმიტომ რომ დღეს გირაო დამადეს, თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 000 ლარით გამაჩერეს რომ ქვეყნიდან არ წავიდე, ეს არის სირცხვილი და მე ყველას გპირდებით რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ეს მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით, ეს დამთავრდება”
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ “TBC ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
მამუკა ხაზარაძე, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი