ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა

პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა, გაახმოვანა.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, – წერს ოქრუაშვილი თავის წერილში.

შეგახსენებთ, ყოფილი მინისტრი და პარტიის ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომა მოჰყვა.

ოქრუაშვილი ასევე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა.

იტვირთბა....