საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო.
მონაკვეთი სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.
საავტომობილი გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისითაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების სრული ღირებულება 6 079 673 ლარია.