„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ დაბრუნება უნდათ იმ ტელევიზიაში რასაც აკეთებდა „რუსთავი 2“, ღრმადაა დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ, ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია.
როგორც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, არც მის და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი, დაჯგუფება, პარტია, რაც ყველაზე მთავარია, არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას.
„ჩვენ ვართ თავისუფლები ყველანაირი მოვალეობებისგან და ჩვენი გაკეთებული იყო „რუსთავი 2“. შესაბამისად, გვინდა დავბრუნდეთ იმ ტელევიზიაში და გავაგრძელოთ ზუსტად იგივე გზა, როგორსაც აკეთებდა „რუსთავი 2 “და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ, ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია. ერთი რამის გამო თუმდაც, იმიტომ რომ, თუ „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, აუცილებლად დანარჩენებთანაც იქნება დემოკრატიული და თავისუფალი გარემო, რადგან ეს ყველაფერი ხდება წამხედურობით. ერთი რომ რაღაც ინფორმაციას გადასცემს, ავტომატურად იმეორებს დანარჩენი სხვაც, შემდეგ ამიტომ არის ეს დაძაბულობა და ნერვიული ფონი მერე. საკმარისია დამშვიდდეს, დადინჯდეს სიტუაცია და საკმარისია, რეალურად ჩვენ ჩავდგეთ რაღაც კონკურენციის და არა მტრობის რეჟიმში, რომ ჩვენ დავემსგავსებით ნორმალურ საზოგადოებას და ქვეყანას“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.