პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს წერს. ბესელიას განცხადებით, დღეს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის ზღვარი წაშლილია და სწორედ ამიტომ გაიყარა მისი და მმართველი გუნდის გზები.
“პატარა და ნათელი მაკო გომური კი არ დაბრმავდა , ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების ვინც მისი ერთი თვალის დაკარგვას მასვე აბრალებს! საოცარია და სახიფათოა ასეთი აგრესია რაც მოდის ამ სოციალურ სივრცეში.
ზოგი ქირქილებს, გულს იოხებს, ბოღმას ანთხევს, ამ ბავშვს და მის ოჯახს აბრალებს… გეწყინებათ თუ არა , მე ასეთებს მეგობრებში ვერ დავიტოვებ და ვემშვიდობები მშვიდად.
მაგრამ ამ ქვეყანას ვისთვის ვაშენებთ
თუ ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა არაფრად გვიღირს?
თუ ზარდიაშვილ-კილაძე-ოხანაშვილს დამსგავსებულ პარლამენტს გუნდრუკს ვუკმევთ და ,,ქართულ ოცნებას ” ტაშს უკრავთ, რომლის სპიკერები ნაც მოძრაობის ნარჩენები და მსახურები არიან ??
თუ ჩინჩალაძის კლანის სამართალს ვაბრუნებთ?
შეხედეთ რეალობას.
ამ პარტიაში ყველა მათგანს დავხვდი ვინც დღეს ოცნების სახელით ლაპარაკობს , მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობს რას გამორჩება. ზარდიაშვილი- ოხანაშვილი- კილაძე- მათიკაშვილი- კობახიძის კლანი: ამათ არაფერი აქვს საერთო იმ იდეალებთან, რაც იყო ამ პარტიის შექმნის მიზანი.
ამიტომაც არასოდეს ყოფილან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრი მათგანი ზარდიაშვილის მსგსად სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდა. შავ საქმეებს ასრულებდა ( მისივე ყოფილმა თანაგუნდელმა ბობოხიძემ როგორც გაიხსენა -ადეიშვილს ემსახურებოდა ყველაზე მდაბიო როლში)
დღეს ამ ნარჩენებს ჩაეხუტა და გულში ჩაიკრა ქართულმა ოცნებამ და განსახვავება მათსა და ნაციონალება შორის წაშალა.
გულში ჩაიკრა ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები.
წაიშალა მორალური ზღვარი.
აი რატომ გაიყო ჩვენი გზები.
გადააბიჯეს სამართალს და სამართლიანობას.
გარიყეს თანამებრძოლები. რითი დაიწყო იცით სოფო კილაძემ პარლამენტში საქმე? ყველაზე ერთგული მებრძოლები წინა რეჟიმის დროს ვინც იყო – ისინი გაყარა სამსახურიდან. ( ზურა დიასამიძე, რომან ციმაკურიძე, თემურ მურვანიძე,ელგა ფოლადიშვილი,ვალერი ტეტუნაშვილი) ამას მოყვა ჩემი პირველივე პროტესტი 2016 წელს და შეურიგებლობა … ეს ხაზი გაგრძელდა ბევრ სხვა ადგილას და კოჰაბიტირებული ქართული ოცნება ზარდიაშვილის მსგავს ნარჩენებთან დაემსგავსა იმათ ვისაც წლები ვებრძოდით.
მე ვცადე ბოლო წუთამდე რომ შიგნით პარტიაში ,ყველა გზა ამომეწურა ვითარების შეცვლისთვის.
მცდელობა არ დამიკლია.
მადლობა უფალს , რომ ჩემი დაწინაურების სპეცოპერაცია არ გამოუვიდათ და დავხვდი იმ შავ 10 კაციან მოსამართლეთა სიას და არ ვაჩვენე ამ სიას დღის სინათლე.
შევაჩერე ეს საშიში გეგმა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდების და ამას ვერ მპატიობენ ,, ბიჭები”(((
ამიტომ არიან ასე გავეშებულები, სახედაკარგულები და ტროლების და საბრალო ზარდიაშვილის იმედად ქცეულები.
ეს ტრაგედიაა და დაცემაა, მაგრამ ჩვენ ,ვისაც ბოლო 20 წელი გვიბრძოლია სამართლიანობისთვის, არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ, დავიხიოთ უკან! უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რათა სამართალი იყოს ყველასთვის!
გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ დემოკრატიის, თავისუფლების და სამართლიანობის იდეა!
არასოდეს დავაბრუნოთ ქვეყანა ნაცმოძრაობის და მისი ნარჩენების დროში და შევცვალოთ მათ გზაზე დამდგარი ქართული ოცნებაც!
ვისაც ამის გვჯერა ერთად გავაგრძელებთ ან იქ შევხვდებით სადაც სიმართლეა.
როგორი ბარიერებიც არ უნდა შემხვდეს და რა უღირსი მეთოდებიც არ უნდა გამოიყენონ , ვერაფერი შემაჩერებს ამ გზაზე და უფლის ნებით სიმართლით მაინც გავიმარჯვებთ!!!”, – წერს ბესელია.