ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურა ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, რა საპასუხო შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, ამაზე ადვოკატის თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

ზვიად კორძაძე უახლოეს დროში შეხვდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

იტვირთბა....