“ხელისუფლების მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოები მხოლოდ იმას მოწმობს, რამდენად არაადეკვატური იყო ათასობით ადამიანის დარბევა რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების ნაცვლად – პოლიციასთან წინააღმდეგობის ბრალდებით.
20-მდე ადამიანის დაკავების ნაცვლად, მშვიდობიანი ხალხი დაარბიეს!
ადამიანები დააბრმავეს!
სახლში მიმავალ უდანაშაულო 18 წლის გოგონას თვალი დააკარგინეს!
და ახლა იჭერენ იმ ხალხს, ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა არაადეკვატურად მძიმე ბრალდებით.
ანუ რეპრესიებსაც იტენიან და მიტინგის უკანონო დარბევასაც.
უტვინო ბოროტმოქმედთა ხროვაა ჩვენი მთავრობა”
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;