მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დიღმელაშვილი: “რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ”

“თვეზე მეტია შსს მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლებში ვართ და შიშველი ხელებით მთელი სახელმწიფო რესურსისა თუ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის დარტყმებს ვიგერიებთ. ჩვენ წინააღმდეგაა მთელი სახელმწიფო აპარატი და ამას გარდა, დაუდეკლარირებელი პოლიტიკური ფულით ნაკვები “კერძო” ტროლქარხნები.

ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ, არც გვიხმაურია, პირიქით, მუსიკას ჩავუწიეთ და ხალხი არ შევაწუხეთ, რადგან გაცეცხლებულებმაც კი კერძოსა და საჯაროს გამიჯნვა ვიცით, პოლიტიკურ მტერსაც კი არ მოვექცევით უღირსად, მით უმეტეს, არ შევაწუხებთ მის ოჯახს, შვილებს.

ჩანს, წესიერება იმდენად შორსაა მთავრობისგან, რომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიცემული მაგალითით სწავლობენ. რაღაც ფბ-პოსტის გამო ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მიურეკიათ ნახირი და ბღავიან. მართლა #სირცხვილია”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ეკა კვესიტაძესა და შოთა უტიაშვილის სახლის წინ გამართულ აქციას;

შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის მეუღლემ,  შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა,რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

შოთა უტიაშვილისა და მისი მეუღლის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია გაიმართა. იქ შეკრებილი ადამიანები უტიაშვილის 24 ივლისს დაწერილ ფეისბუქის პოსტს აპროტესტებდნენ და უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

იტვირთბა....