ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიცე-მერი მაჩალიკაშვილის კარავზე – პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იგეგმება

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ უთხრეს უარი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე.

“რუსთაველის გამზირზე მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ამ გამოხატვის თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი აქვს კანონის საფუძველზე და მისი შეზღუდვა არ შეუძლია არცერთ სახელმწიფო უწყებასთუ მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რამე სამუშაოებს, რომლებიც კონფლიქტში მოვა იქ მიმდინარე პროცესებთან, კანონის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”, – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსნებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ სამართალდამცავებმა კარავი არ გააშლევინეს და მიზეზად პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, 2018 წლის შემოდგომის მიწურულს კარვები გაშალეს.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დარბევის შემდეგ, მაჩალიკაშვილის კარავი დაიშალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას დღეს აპირებდა.

იტვირთბა....