საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკური ზარალი, უკვე თვალშისაცემია და ეს ზარალი განაპირობა მაოხრებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
„საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და სტაბილურ ქვეყანაში არ უნდა შეექმნას არავის საფრთხე. რუსი ტურისტი იქნება, იტალიელი, თუ პოლონელი. აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირებას ეხება. რაც შეეხება ეკონომიკურ დასაბუთებას ოპონენტების, ამას შესაბამისი სტრუქტურები პასუხს გასცემენ. მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა ითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, რომ თავიდან ავიცილოთ მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს ბანკებიდან, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რომლსაც სერიოზული დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის“ პოლიტიკამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.