“მადლობა ბატონ ქიბარს, ესეთი “ღრმა აზრიანი და თავშეკავებული” კომენტარისთვის, დედას ვფიცავარ ღმერთის მეშინია და ოქრუაშვილზე ამიტომ არაფერს არ ვიტყვიო.
ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო”
ასე ეხმაურება პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას, საც ბიზნესმენი ამბობს, რომ ოქრუაშვილზე ცუდს არაფერს იტყვის, რადგან მისი შვილის ნათლიაა და ღმერთის ეშინია.