“დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვიტავ, ღმერთის მეშინია. უბრალოდ ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს”
“რუსთავი 2-ის” მფლობელი ქიბარ ხალვაში; ჟურნალისტებთან საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.