“საქართველოში პოლიტიზებულ შემთხვევებში სასამართლო რომ არაფერს წყვეტს, ყველამ ვიცით. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წინასწარ პატიმრობას დღეს არ მიუსჯიან. ეს იქნება განხილული, როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის აშკარა დასამარება ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება სხვა ხაზს ანვითარებს – „ანაკლიის კონსორციუმი“ ხაზარაძის, ჯაფარიძის და „კონტი ჯგუფის“ სახით არის უვარგისი, რადგან ვერ მოიზიდა ბანკებიდან საჭირო ფული. პროექტის ჩაშლა ამათ უნდა დაბრალდეს და არა – ივანიშვილს. ამიტომ, დღეს მათ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ არ მისცემენ განძრევის
საშუალებას”
რომან გოცირიძე
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებიან.