ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სამართალი

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი”

თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა. დაკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის გასაჩერებლადაა მიმართული.

“სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.

იტვირთბა....