„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რვა თვეა, ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიდის ექსპერტიზაზე და რატომ არ ცხადდებოდა აქამდე, „რუსთავი 2“-ის მფლობელმა განაცხადა:
„ვინც ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაზე“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.