ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი” – ლექვინაძე ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე პოლიტიკისგან მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს – ამის შესახებ განცხადება ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საქმე, რომელზეც დღეს პროკურატურაში განცხადება გაკეთდა სასამართლოში გაგრძელდება, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. პროკურატურის ეს განცხადება გაგრძელდება შემდეგ სასამართლოში და სასამართლოში ექნება ყველას საშუალება დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული ბიზნესმენების მიმართ გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ეს ბიზნესმენები მონაწილეობენ, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ამ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნულ პროცესს ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ არსებობს კითხვები გარკვეული სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, აუცილებლად უნდა დაისვას, პასუხები იქნეს გაცემული და ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შედეგი მოკლე ვადაში უნდა დადგეს”, – აღნიშნა ლექვინაძემ.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენის თქმით, ანაკლიის პორტის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულია და მთავრობამ კვლავაც შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

იტვირთბა....