ლარის გაუფასურების საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა.
მისი თქმით ლარის გაუფასურება კვლავ ნეგატიურ მოლოდინებს, ასევე პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს.
„ეს არის გამოძახილი იმ ნეგატიური მოლოდინებისა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რაც ინვესტორებს შორისსაც შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია. პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, აჩენს ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს და ეს აისახება მათ შორის სავალუტო კურსზე.
მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, ლარის კურსის სტაბილიზაციაც მოხდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.