aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამადაშვილი – ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო დასამარებას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა არის ხელისუფლების მიზანი და ამაზე მუშაობს. ხაზარაძეს სერიოზული რესურსები აქვს და მისი პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლა შეცვლის გარკვეულწილად პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამასაც ხელს უშლის ხელისუფლება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალსტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა სრულიად დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, ის არ აპირებს, რომ დათმოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით.

„ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ არანაირი პროგრესი არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტის საბოლოო დამარხვას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში, რუსეთის მოთხოვნით. მეორე, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების სურვილი და იმ წუთში, სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო მის წინააღმდეგ.

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა არის ხელისუფლების მიზანი და ამაზე მუშაობს. ხაზარაძეს სერიოზული რესურსები აქვს და მისი პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლა შეცვლის გარკვეულწილად პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამასაც ხელს უშლის ხელისუფლება. გარდა ამისა, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ვაშინგტონიდან, ივანიშვილს სურს, ამ მიმართულებითაც გაანეიტრალოს ხაზარაძე. ეს არის რეალურად პოლიტიკური განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც მართლმსაჯულებასთან და არც კონკრეტულად მიუკერძოებელი გამოძიების პროცესის ჩატარებასთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.

 

იტვირთბა....