“მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ანაკლიის პორტის გასაჩერებლად. მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მხარეს მონაწილეობს ამ საქმეში თუ მის წინააღმდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის შეკვეთაა, რომ ანაკლია გაჩერდეს და ივანიშვილი ამას ხაზარაძის წინააღმდეგობით თუ მასთან ერთად აკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ანაკლია უნდა გაჩერდეს”
ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებას;