სანამ ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას დააანონსებდა იქამდეც იყო მის წინააღმდეგ იგივე ბრალდება. ამ შემთხვევაში, მაინც უფრო მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა წაახალისა, რომ ეს საგა თავიდან დაეწყო, ვიდრე ხაზარაძის განცხადებამ, – ასე ეხმაურება “მეტრნომთან” საუბრისას “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილესთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას.
ხვიჩიას განცხაებით, მამუკა ხაზარაძემ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით.
“თუმცა, ფაქტია, რომ თემა პოლიტიკური იყო მანამდეც და ახლაც პოლიტიკურია. ამ შემთხვევაში ეს არის ყვითელი ბარათი და ბატონ ხაზარაძეს გადასაწყვეტი აქვს რას აპირებს. სექტემბერში რაღაცას ვიტყვი და მერე ვნახავ რა იქნება, პოლიტიკური ცხოვრება ეგრე არ არის, სხვა სპორტია, რაც ახლა ბატონ ხაზარაძის თავს ხდება”, – აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.