“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის ანგარიშსწორება.
“მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება.
ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.
სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართ.
“ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია”.იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა.
.თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს”, – წერს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.