იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეს, 10:00 საათზე განაახლებს. დღეს საბჭოს წევრები კიდევ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან.
საბჭოს წინაშე გასაუბრებას პირველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი ლევან თევზაძე გაივლის.
საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, ლევან თევზაძესა და საბჭოს მოქმედ წევრს, ირაკლი შენგელიას ნათესაური კავშირი აქვთ, რაც მათი მოსაზრებით, ინტერესთა კონფლიქტის საფუძველია.
საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ შენგელიამ თევზაძის არც გასაუბრებაში და შესაბამისად, არც კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და თვითაცილების საკითხი დააყენოს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად შენგელიას პოზიცია ჯერ უცნობია.
ლევან თევზაძის შემდეგ საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა უპასუხებს. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თოდუამ წარსულში, საბჭოს წევრობის დროს, საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, მაშინ, როცა საცხოვრებლის ქირის თანხას საბჭოდან იღებდა.
მესამე კანდიდატი, რომელსაც საბჭოს წევრები დღეს მოუსმენენ, უჩა თოდუაა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.
გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან #LIVE
გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან #LIVE
Gepostet von პირველი არხი am Dienstag, 23. Juli 2019