“თუ გაკრეფაა ბარემ ბოლომდე გაიკრიფოს შუა. ღიად გამოჩნდეს ვინ ბიძინასთანაა და ვინ მის წინააღმდეგ.
ისე იყო უსუფა გუშინ ტრუსიკიდან ამომხტარი, რომ აშკარად აახია ბიძინამ ყურები – ეს რა ქენი, დანაშაულის თანამონაწილედ როგორ მაქციე, ჩემთან შუამავლობა რომ დაუდასტურეო.
გვიან მიხვდით შეცდომა რომ დაუშვით?
მთელი ცხოვრება უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა”
ასე ეხმაურება პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებას;
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნებისას გორში მერობაზე კენჭისყრას აპირებდა და „ქართულ ოცნებასთან“ „საერთო ენის გამონახვა“ სურდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამისთვის შუამავლობა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სთხოვა.
ირაკლი ოქრუაშვილი თუ ამბობს, რომ მე რაიმე ფორმით სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების შუამავალი ვიყავი, ეს არის სიცრუე, – ასე უპასუხა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.