ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი – ოქრუაშვილი ჩემთან იყო მოსული და “ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ივანიშვილმა ის შოთაძესთან გადაამისამართა

მე არ ვიცი რა მესიჯი აჩვენა და რა შუამავლობაზეა საუბარი. ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთან მოსული იყო 2014 წელს, ალბათ, და მან გამოთქვა სურვილი ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის. მთხოვა ოქრუაშვილმა მთხოვა, რომ ეს გადამეცა ივანიშვილისთვის. მე გადავეცი დანაბარები ივანიშვილს. ეს ნამდვილად იყო. მე სმს-ების არქივი არ მაქვს, მაგრამ ეგ ნამდვილად იყო, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ოქრუაშვილი ირაკლი შოთაძესთან გადაამისამართა.

“ირაკლიმ დილას დამირეკა და მითხრა, რომ წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი ამაზე რომ ელაპარაკა. მე ამაზე არ მილაპარაკია, მაგრამ თუ ოქრაშვილი ან ივანიშვილი ამაზე ილაპარაკებენ, მე როგორ უნდა ვიყო წინააღმდეგი?

თუ არ ვცდები, ბიძინამ თქვა, რომ პროკურატურასთან აქვს გასარკვევი ურთიერთობებიო და შოთაძესთან გადამამისამართა. მე მგონი, შოთაძესთან გადაამისამართა ოქრუაშვილი. მათი შეხვედრა ჩემი თანდასწერებით არ მომხდარა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის თქმით, მან ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა გადაწყვიტა და ამისთვის შუამდგომლობა დავით უსუფაშვილს თხოვა.

 

იტვირთბა....