უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.
როგორც დოლიძემ სხდომაზე აღნიშნა, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, ამით ირღვევა შრომითი უფლებები.
მისივე თქმით, ჩუსტების სხდომაზე მიტანით ის გამოხატა, რომ საბჭოს წევრებმა საღამოს გასაუბრების დროს თავი კომფორტულად, ოჯახურ გარემოში იგრძნონ.
საბჭოს მოსამართლე წევრმა ვასილ მშვენიერაძემ ჰკითხა, ზომები მაინც თუ იცოდა “უკაცრავად მაგრამ ზომები იცოდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ”, – აღნიშნა მშვენიერაძემ საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილის თქმით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი “დავალებებს ასრულებენ”.
“ისინი დავალებებს ასრულებენ და ახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას “,- აღნიშნა მეთოფიშვილმა.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან თევზაძეს ესაუბრება. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.